სპორტი ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვას სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებში, რამდენად ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს და დადიან სპორტის სხვადასხვა წრეებში. შეგროვილ მონაცემებს წარმოადგენენ ელექტრონული ცხრილის სახით.
პროექტის აქტუალურობა: პროექტი აქტუალურია, ვინაიდან სპორტს დიდი როლი უჭირავს ადამიანის ჯანმრთელობაში.
პროექტის მიზნები: ჯგუფში ჩართულობის უნარ–ჩვევების გამომუშავება, კომუნიკაციური უნარ–ჩვევების გამომუშავება, ისტ–ის ეფექტური გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი: 10 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ისტ–ის ეფექტური გამოყენებით მონაცემთა შეგროვება და წარმოდგენა ელექტრონული ცხრილის სახით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საკანცელარიო საშუალებები, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. ფუნქციების განაწილება და ჯგუფების შემადგენლობის განსაზღვრა.
2. მონაცემთა მოპოვება და ანალიზი.
3. მონაცემთა წარმოდგენა ელექტრონული ცხრილისა და დიაგრამის სახით.
4. დასკვნა.
საგნებთან/საგნობრივ ჯუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა .V.11. მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
- მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს შესაფერისი ფორმით და ამ კითხვების საშუალებით მოიპოვებს საჭირო მონაცემებს.
V.12. წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
- ქმნის მარტივ ცხრილს (განსაზღვრავს ჭდეებს, სათაურს, სვეტებისა და სტრიქონების რაოდენობას და ადგენს მონაცემთა ცხრილს).
ის ტექნ. V.1. ისტ საშუალებების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
- აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა ბზეკალავა.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: bzekalavanana@gmail.com
სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა
# | შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები | საქმიანობის გაწერა დროში | საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები | საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები | საქმიანობის შესაბამისი რესურსები |
1 | ფუნქციების განაწილება და ჯგუფების შემადგენლობის განსაზღვრა | 5.05. | ჟღენტი სალომე, რუსიეშვილი ლიკა. | ჟღენტი სალომე | საკანცელარიო საშუალებები |
2 | მონაცემთა მოპოვება | 6.05–11.05 | ჩხაიძე ირაკლი, დობორჯგინიძე ნანა, ცინცაძე თამთა. | დობორჯგინიძე ნანა | საკანცელარიო საშუალებები |
3 | მონაცემთა წარმოდგენა ელექტრონული ცხრილისა და დიაგრამის სახით | 12.05–17.05 | კილაძე მარი, ჩიკაშუა მარი, ხუციშვილი გიორგი. | ჩიკაშუა მარი | კომპიუტერი , შეგროვილი მონაცემები. |
4 | დასკვნა | 18.05 | პატარაია ანა, ჯიჯიეშვილი ანა | ჯიჯიეშვილი ანა | კომპიუტერი, შეგროვილი მონაცემები. |