სასწავლო პროექტი


სპორტი ადამიანის  ჯანმრთელობის საწინდარია


პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2  წინადადებით:       მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვას სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებში, რამდენად ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს და დადიან სპორტის სხვადასხვა წრეებში. შეგროვილ მონაცემებს  წარმოადგენენ  ელექტრონული ცხრილის სახით.

პროექტის აქტუალურობა:     პროექტი აქტუალურია, ვინაიდან სპორტს დიდი როლი უჭირავს ადამიანის ჯანმრთელობაში.

პროექტის მიზნები:    ჯგუფში ჩართულობის უნარ–ჩვევების  გამომუშავება, კომუნიკაციური უნარ–ჩვევების გამომუშავება, ისტ–ის ეფექტური გამოყენება.

მონაწილეთა ასაკი:    10  წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:    2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   ისტ–ის ეფექტური გამოყენებით მონაცემთა შეგროვება და  წარმოდგენა ელექტრონული ცხრილის სახით.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   საკანცელარიო საშუალებები, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

1. ფუნქციების განაწილება და ჯგუფების შემადგენლობის განსაზღვრა.
2.  მონაცემთა მოპოვება და ანალიზი.
3. მონაცემთა წარმოდგენა ელექტრონული ცხრილისა და დიაგრამის სახით.
4. დასკვნა.


საგნებთან/საგნობრივ ჯუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:     

მათემატიკა .V.11. მოიპოვებს დასმული ამოცანის  ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.   
შედეგი მიღწეულია, თუ  მოსწავლე:
  • მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს შესაფერისი ფორმით და ამ კითხვების  საშუალებით   მოიპოვებს საჭირო მონაცემებს.  


V.12. წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის  ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.   
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
  • ქმნის მარტივ ცხრილს (განსაზღვრავს ჭდეებს, სათაურს, სვეტებისა და სტრიქონების რაოდენობას და  ადგენს მონაცემთა ცხრილს).  


ის ტექნ. V.1. ისტ საშუალებების  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.  
შედეგი  მიღწეულია, თუ მოსწავლე: 
  • აცნობიერებს სხვადასხვა  სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):   ნანა ბზეკალავა. 

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:     bzekalavanana@gmail.com


სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა



#
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები
საქმიანობის გაწერა დროში
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
საქმიანობის შესაბამისი რესურსები
1
ფუნქციების განაწილება და ჯგუფების შემადგენლობის  განსაზღვრა
5.05.
ჟღენტი სალომე, რუსიეშვილი ლიკა.
ჟღენტი სალომე
საკანცელარიო საშუალებები
2
მონაცემთა მოპოვება
6.05–11.05
ჩხაიძე ირაკლი, დობორჯგინიძე ნანა, ცინცაძე თამთა.
დობორჯგინიძე ნანა
საკანცელარიო საშუალებები
3
მონაცემთა წარმოდგენა ელექტრონული ცხრილისა და დიაგრამის სახით
12.05–17.05
კილაძე მარი, ჩიკაშუა მარი, ხუციშვილი გიორგი.
ჩიკაშუა მარი
კომპიუტერი , შეგროვილი მონაცემები.
4
დასკვნა
18.05
პატარაია ანა, ჯიჯიეშვილი ანა
ჯიჯიეშვილი ანა
კომპიუტერი, შეგროვილი მონაცემები.

Комментариев нет:

Отправить комментарий